დღეს, დაბა ადიგენში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტის მოყვარულებმა მიიღეს.
ჩემპიონატი საკმაოდ რთული და დაძაბული იყო, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი- კონსტანტინე ტეფნაძე
II ადგილი -გიორგი ჩილაშვილი
II ადგილი – მარადი მარკოიძე
გამარჯვებულებს ადიგენის მერიისაგან თასი და შესაბამისი ხარისხის მედლები გადაეცათ.
ღონისძიება ადიგენის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.