დღეს, „მოყვარულთა თასი 2024“-ის მუნიციპალური თამაშების პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეჯიბრი ადიგენის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა, სადაც ერთმანეთს რვა საფეხბურთო გუნდი დაუპირისპირდა.
შეჯიბრში მონაწილე გუნდებმა საინტერესო თამაში გამართეს, რომელიც შემდეგი ანგარიშით დასრულდა:
გორგული-ბოლაჯური-4:0
ჭეჭლა-ფეოლა-1:0
პირველი მერცხალი-დერცელი-2:3
წახანი-ადიგენი -0:3
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა 15 მაისს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ზანავის, რაჭველების, ლელოვანის, ზემო ენთელის, ჩორჩანის, ქვემო ენთელის, არალისა და გოლიათას გუნდები დაუპირისპირდებიან.
მობრძანდით დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ მონაწილე გუნდებს!!
თამაშები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.