„მოყვარულთა თასი 2024“-ის მუნიციპალური თამაშები გრძელდება
ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე მორიგი შეხვედრა გორგულის, ადიგენის, დერცელისა და ჭეჭლას გუნდებს შორის გაიმართა.
თამაში ჭეჭლასა და გორგულს შორის ანგარიშით 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გაიმარჯვა ჭეჭლას გუნდმა, რაც შეეხება ადიგენისა და დერცელის გუნდებს შორის შეჯიბრს, აქ თამაში ანგარიშით 2:0 ადიგენის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.
თამაშები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.