გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრო-ეკოტურისტული საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით ადგილობრივი ვაზისა და ხორბლის მოყვანაზე ორიენტირებული საოჯახო ტიპის სასოფლო მეურნეობების შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობისათვის დეტალური ინფორმაციის სანახავად და საჭირო დოკუმენტების ჩამოსატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრო-ეკოტურისტული საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით ადგილობრივი ვაზისა და ხორბლის მოყვანაზე ორიენტირებული საოჯახო ტიპის სასოფლო მეურნეობების შესარჩევად: https://rec-caucasus.org/…/competition-for-the-selection…/
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ განცხადებაზე დართულ დოკუმენტებს და მოგვაწოდოთ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
მარიკა კაპანაძე, REC Caucasus
marika.kapanadze@rec-caucasus.org
ასლით:
ნინო როსტომაშვილი, REC Caucasus
nino.rostomashvili@rec-caucasus.org
საკონკურსო განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი PDF-ფორმატში. ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს კონკურსის ნომერი: 052/RECC/GEF/AGROBIO-2302, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება შემოთავაზებების იდენტიფიცირება.
კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 12, აგვისტო.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე.