მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ ლელოვანში, ამხერში, სამყურში, ღორძესა და კახარეთში გაიმართა.
ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით გამოავლინეს შემდეგი პრიორიტეტები.
სოფელი კახარეთი -შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა ბეტონის საფარით;
სოფელი ღორძე- გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი სამყური- სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი ლელოვანი-სასმელი წყლის ავზისა და ქსელის რეაბილიტაცია;
სოფელი ამხერი-სასმელი წყლის ქსელის მოწყობა;
საპროექტო წინადადებების განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოსა და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დაესწრნენ.
2024 წელს პროგრამის განსახორციელებლად, ადიგენის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.