დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები სოფელ ღორთუბანში, ზედუბანსა და აფიეთში გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრებზე მოქალაქეებმა მსჯელობის საფუძველზე შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:
სოფელი ღორთუბანი-სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობა;
სოფელი ზედუბანი-სარწყავი წლისათვის 110 მმ მილის შეძენა;
სოფელი აფიეთი- სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობა;
„სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, საკრებულოსა და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში 648 ათასი ლარი დაიხარჯება, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც დაემატება და ის პროექტები განხორციელდება, რომელიც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით აირჩია.