მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ-ების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ-ების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა, ამჯერად ჯანდაცვის, წყალმომარაგების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებისა და საბავშვო ბაღების სამსახურის წარმომადგენლებთან ჩატარდა.
შეხვედრას, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მოადგილე სოსო რეხვიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი დაესწრნენ.
ღონისძიება, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმული საჭიროებები თუ გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. დღესვე, საუბარი შეეხო, ა.(ა).ი.პ-ებში 2024 წელს განსახორციელებელ სამუშაოებსა და პროექტებს.