მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

კურორტ აბასთუმანში მიმდინარე სამუშაოები სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს
ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმნის ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები , სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაბაში კაპიტალურად ეწყობა როგორც სავალი ნაწილები, ასევე მთლიანი საკანალიზაციო სისტემა, სასმელი წყლის ქსელი, სათავე და გამწმენდი ნაგებები.
ასევე სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს “როშა პარკის”, ეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ბილიკები, უკვე მოეწყო სტადიონი.
კურორტის განვითარების გეგმის ფარგლებში, დაბის შესასვლელში შენდება ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ავტოსადგომი. ასევე მიმდინარეობს დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაცია, რომელიც მდინარის კალაპოტისა და სახიდე გადასასვლელების, საფეხმავლო და ველო-ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზის, ისტორიული და სამეცნიერო ობიექტების აღდგენას მოიცავს.
აქტიურად, მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადების კაპიტალური რეაბილიტაცია, მე-19-მე-20 საუკუნეების ისტორიული სახლებისა და ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. კურორტ აბასთუმნში სამუშაოები განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფონდს “ქართუ”-ს, რომლის ინიციატივითაც დაიწყო კურორტის განვითარება და გალამაზება.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30