ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეს ,,ვარდისფერ ოქტომბერს“ – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში ადიგენის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სოფელ მოხესა და ვარხანში მცხოვრები ქალბატონებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.
აღსანიშნავია, რომ „ვარდისფერი ოქტომბრის“- ფარგლებში მსგავსი ხასიათის შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაიმართება.
კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.