ადიგენის კულტურის ცენტრთან არსებულ სამხატვრო სტუდიაში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და ხეზე შესრულებული ნამუშევრები, რომელთა ნახვამ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
გამოფენას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ბეთხოშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ადიგენის მერის მოადგილემ სოსო რეხვიაშვილმა
სამხატვრო სტუდიის მუშაობა შეაჯამა, მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, ასევე დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ახლად გახსნილი სამხატვრო სტუდია მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას სთავაზობს მოსწავლეებს. აქ, მათ შეუძლიათ დაეუფლონ ხატვას, ფერწერას, ხეზე კვეთას და სხვა. მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით კი, სწავლა ყველასთვის უფასოა, ამჟამად სამხატვრო წრეზე 140 მოსწავლე სწავლობს, რომელთა სწავლის საფასურს ადიგენის მერია 100%-ით აფინანსებს.