მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

დასუფთავების ღონისძიება ადიგენში
დაბა ადიგენში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და სხვადასხვა საჯარო სივრცეები მერიას დაქვემდებარებული ა.(ა)ი.პ. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ორგანიზებით მოწესრიგდა.
სამუშაოების ფარგლებში ქუჩები, გზები და ტროტუარები გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან, ხოლო სპეციალური ტექნიკის საშუალებით მოირეცხა ადგილები.
ასევე, სოფელ ლოლოვანის საბავშვო ბაღისა და დაბა ადიგენში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.