მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

დაბა ადიგენში ახლად რეაბილიტირებული სპორტული და საცეკვაო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა
ახალ რეაბილიტირებული საცეკვაო და სპორტული დარბაზი, ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა იატაკი, შეიღება კედლები, მოეწყო სპეციალური კარადები, გასახდელები, სველი წერტილები, შეიღება გარე ფასადი, შეიცვალა სახურავი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.
მოწვეული სტუმრების წინაშე, გახსნის ცერემონიაზე, მერიის ა.(ა).ი.პ კულტურის ცენტრთან არსებული ცეკვის ანსამბლი „ზარზმა“ წარსდგა.
დღესვე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბა ადიგენში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახლად მოწყობილი სარეკრეაციო სივრცე დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სკვერი, გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორებით, ფანჩატურით, საბავშვო-გასართობი ატრაქციონებით, საფეხმავლო ბილიკებით, თანამედროვე სტილის გარე განათებებით. ტერიტორიაზე ასევე განთავსდა ნაგვის ურნები.
„მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისათვის მომავალი თაობა და მათი ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტია. ჩვენს მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალგაზრდებზე მორგებული არაერთი პროგრამა და
პროექტი განვახორციელეთ. მიხარია, რომ დღეს სრულად რეაბილიტირებული დარბაზი და ახალი სკვერი გავხსენით. ახალგაზრდები დღეიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზით ისარგებლებენ და მათთვის აქ გატარებული დრო მეტად სასიამოვნო და კომფორტული იქნება, ასევე სასიხარულოა ისიც, რომ ახალი სკვერით ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრები უკვე სარგებლობენ და საღამოს სასიამოვნოდ ატარებენ“ – განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 396 000 ლარი შეადგინა, რომელიც სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031