ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა და ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა. თამაში საქართველო – ჩეხეთს შორის შედგა, სადაც ეროვნულმა ნაკრებმა თავდაუზოგავად ითამაშა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს ღირსეული თამაშისთვის, ბრძოლისთვის და მოპოვებული წარმატებისთვის.
ღია ჩვენება დაბა ადიგენსა და სოფელ უდეში, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებითა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
ეროვნული ნაკრების თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია ასევე გაიმართება 26 ივნისს 23:00 საათზე.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე!