დაბა აბასთუმანში ე.წ. აღობილის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. დასრულებული პროექტი მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში 790 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები.
პროექტის ღირებულება 339 999 ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.