მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში

17-19 მაისს, მეზობელი სომხეთის, ალავერდის მუნიციპალიტეტში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, ევროპული ლიდერობის აკადემიის ტრენინგი გაიმართა, თემაზე – „საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისათვის“.

სემინარს ადიგენის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნონა რეხვიაშვილი და კულტურის,განათლების,სპორტის,ძეგლთა დაცვის,ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამუნა ვარდიძე ესწრებოდნენ. ნონა რეხვიაშვილმა თავის გამოსვლაში აუდიტორიის წინაშე ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობისა და პოტენციალის, ღირსშესანიშნაობების, მერიის პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ტრენინგის მონაწილეებმა მეზობელი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე და სასაზღვრო თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს. შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილეს არსებული საჭიროებებისა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირების საკითხები. ტრენინგის ერთ-ერთ ძირითადი თემა იყო ასევე, სასაზღვრო თანამშრომლობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს კარგი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრისა და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვაჩე ტერტერიანი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

ევროპული ლიდერობის აკადემიის ტრენინგში საქართველოს მხრიდან, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, ხოლო სომხეთის მხრიდან შირაქის, ლორეს და ტავუშის პროვინციების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ნოემბერი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930