მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ახალი ტურისტული ლოკაცია დაბა ადიგენში
ტურისტული სივრცე, საქართველოს რუკა- საინფორმაციო პანელით „აქ სიყვარულია“ და ფოტოსესიისთვის განკუთვნილი სასურათე ზონა, დაბა ადიგენის შესასვლელში, ცხრა აპრილის მემორიალის მიმდებარედ მოეწყო.
დაბაში მოსულ სტუმარს ადგილზე ულამაზესი ხედი დახვდება, გართობისა და დასვენებისთვის კი შესაბამისად მოწყობილი გარემო.
აღნიშნულ ლოკაციაზე პროექტის ფარგლებში, გადასახედი, დასასვენებელი სკამები და საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე სტილის გარე განათებები. ტერიტორია კი ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
ტურიზმისა და ტურისტული ადგილების მოწყობა-განვითარება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის მიზანს ადიგენის პოპულარიზაცია, ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა წარმოადგენს.