მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ახალგაზრდული კლუბის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
დღეს, ადიგენის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში ინტელექტუალური კლუბის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ინტელექტუალური შეჯიბრება მოაწყვეს და დრო მეგობრულ გარემოში გაატარეს.
პროექტის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 4 აპრილს (პარასკევს) გაიმართება და მისი ფორმატი წიგნის კითხვის იქნება.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული კლუბი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, ახალ უნარებს იძენენ და ქმნიან ჯანსაღ გარემოს, რომელიც მათ პიროვნულ ზრდას შეუწყობს ხელს.