დაბა ადიგენში, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე ჯგუფი „რეგიონი“ და DJ ალექს სამუშია წარდგენენ, რომლებმაც დაუვიწყარი საღამო აჩუქეს ახალგაზრდებსა და სტუმრებს.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივები და მობრძანებული სტუმრები ესწრებოდნენ.