დღეს, დაბა ადიგენში “ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, წარჩინებული მოსწავლე-ახალგაზრდები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიებისას მერმა გოჩა ქიმაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს. ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 14 წარჩინებული მოსწავლე ოქროს, 5 კი ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს, ხოლო 22 მოსწავლეს კომპიუტერი გადასცეს საჩუქრად.
აღსანიშნავია, რომ პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ახორციელებს.