მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში ცეკვის საერთაშორისო დღე კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა
ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ადიგენში, ცენტრალურ პარკში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
მკლავჭიდსა და ჭადრაკში სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები ადიგენის მერიისგან მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მიიღეს.
ღონისძიების პარალელურად სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
სადღესასწაულო ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურისა და ა.(ა).ი.პ კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.