მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში შუამთობა იზეიმეს
სახალხო დღესასწაული, შუამთობა ტრადიციულად, ფერსათის მთაზე, მრავალფეროვანი შემეცნებითი თუ სახალისო პროგრამით აღინიშნა.
ფერსათის მთაზე მყოფ მოიალაღეებს, მათ სტუმრებსა და ადგილობრივებს შუამთობა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ მიულოცა და ღონისძიება გახსნა.
დღესვე, ღონისძიებაზე სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყო, მათ შორის შეჯიბრი მკლავჭიდში, მძლეოსნობასა და ძალოსნობაში, ასევე ტრადიციულად დოღიც ჩატარდა.
საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები, ადიგენის მერიისაგან მედლებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
„შუამთობა“ ადიგენის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.