მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში შაშის მოყვარულთათვის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა
დღეს, დაბა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, შაშის მოყვარულთათვის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა.
შაშში შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით წარიმართა. საინტერესო თამაშის შემდეგ პირველ ადგილზე გოჩა მიქელაძე გავიდა, ხოლო მეორე ადგილი ნიკა თათოშვილმა დაიკავა.
მუნიციპალური თამაშის გამარჯვებულებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან თასი და მედლები გადაეცათ.