დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებულმა ცხრა გუნდმა მიიღო.
ფეინთბოლში საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლა საინტერესო და დაძაბული იყო, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გუნდი „ოპელი“ გავიდა, მეორეზე „მაზდა“, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გუნდი „მონადირე“ გახდა.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები ორგანიზატორებისაგან თასებით დაჯილდოვდნენ.
ფეინთბოლში შეჯიბრი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.