მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღინიშნა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომი გაიხსენა და მასში ქართველების მიერ შეტანილ წვლილსა და თავდადებაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია რომ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.