ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში, მდინარე ოცხესთან არსებული ხიდის მიმდებარედ, სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონების ნაცვლად, რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სოფელ ვარხანში, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, 105 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა.
სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება, რომლის ღირებულება 158 887 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითა და მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობენ, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა პრობლემატური საკითხის აღმოსაფხვრელად.