მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 59 პროექტი განხორციელდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში 2024 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 59 პროექტი განხორციელდა.
ადიგენში პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 648 ათასი ლარი გამოიყო, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 395 920 ლარი დაემატა.
აღნიშნული თანხის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 55 სოფელსა და დაბა აბასთუმანში ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომელიც ადგილობრივებმა საერთო კრებებსა თუ კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიეს.
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა – სოფელ კიკიბოში, დიდ ზანავში, კახარეთში, მლაშეში, ფლატეში, ციხისუბანში, უდეში, ზაზალოში, შოყაში, ქიქინეთში, წახანწყაროსა და დერცელში.
სარწყავი და სანიაღვრე არხები რეაბილიტირდა/მოეწყო – სოფელ ადიგენში, წარბასთუმანში, ფხეროში, ზემო ენთელში, ნაქურდევსა და სამყურში.
გარე განათების ქსელი მოეწყო -სოფელ უნწაში, შოლავერში, ბოლაჯურში, იმერთუბანში, ვარხანში, ზარზმში, ღორძეში, ჩორჩანში, დიდ სმადაში, ხარჯამში, ჭეჭლში, ხევაშენსა და სოფელ აბასთუმანში.
სასმელი წყლის ქსელი რეაბილიტირდა/მოეწყო – სოფელ იჯარეთში, საღრძეში, ფარეხაში, ამხერში, საირმეში, ბენარაში, არალში, ქვემო ენთელში, გორგულში, გომაროში, წრესა და უტყისუბანში. სასმელი წყლის სათავეები ღორთუბანში მოეწყო, რეზერვუარი ლელოვანსა და პატარა ზანავში, ხოლო გამანაწილებელი ჭეჭლაში მოეწყო.
სარწყავი და სასმელი წყლისათვის პლასტმასის მილები შევიძინეთ-სოფელ ზედუბანში, პატარა სმადაში, წახანში, ჭელასა და მოხეში.
სოფელ კეხოვანში, პატარა ზანავსა და არზნეში შემოიღობა სასაფლაოს ტერიტორია, ხოლო გორგულში სველი წერტილი მოეწყო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაბა აბასთუმანში ყოფილი რიტუალების სახლში არსებულ ბიბლიოთეკაში მოეწყო წიგნების თაროები, საცეკვაო დარბაზში კი შეიცვალა იატაკი.
სოფელ აფიეთში სასმელი წყლის სათავე – გამანაწილებლისათვის შენობა, ხოლო სოფელ მოხეში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოეწყო, რაც შეეხება სოფელ ნამინაურს დაგეგმილია გზის მოწყობის სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.