სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან ერთად, ადიგენში, ნიკოლოზობისა და ქვაბიჯვრობის სახალსო დღესასწაულის აღნიშვნას დაესწრო.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, ქვაბიჯვარში მდებარე ეკლესიაში, ჭულეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანთიმოზმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ნიკოლოზობისა და ქვაბიჯვრობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას ასევე დაესწრნენ – რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
სახალხო დღესასწაული ქვაბიჯვრობა პირველად 2022 წლის 22 მაისს მერის, გოჩა ქიმაძის ინიციატივით აღინიშნა და მას შემდეგ ტრადიციულად აღინიშნება.