მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი, ადიგენის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

ადიგენის მოსახლეობას და სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა მიულოცეს, რის შემდეგაც, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით დაიწყო კონცერტი. ღონისძიების პარალელურად მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ადიგენის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გალა კონცერტით გაგრძელდა. ადიგენელი მაყურებლის წინაშე წარდგნენ, მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი, ბენდთან ერთად.

შეგახსენებთ, 26 მაისი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია. ესაა დღე, როდესაც საქართველომ რუსეთის იმპერიისაგან თავი დააღწია და 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა მოახერხა.

ღონისძიების ორგანიზატორია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური.