მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში რეზერვისტებმა ფიცი საზეიმოდ დადეს
დღეს, დაბა ადიგენში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 104-ე ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს.
ახალი ქვედანაყოფი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სხვა სამხედრო პირები, სასულიერო და საერო პირებთან და რეზერვისტების ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.
პირად შემადგენლობას სამხედრო ფიცის დადება ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს, მოვალეობის ღირსეულად შესრულება უსურვეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნისა და ქართული ჯარის გაძლიერების საქმეში.
დღესვე, რეზერვისტებმა რვადღიანი სწავლების დროს მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების გამოვლენისათვის მადლობის სიგელები მიიღეს.
ფიცის დადების ცერემონიალი ღონისძიებით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031