მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში ნარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ადიგენის ცენტრალურ პარკში, მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ნარდში-ფინალური შეხვედრა გაიმართა.

,,მუნიციპალიტეტის პირველობაზე“ ტურნირში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს (18 წლის ზემოთ) შეეძლო.

შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართა, საინტერესო თამაშის შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა:

I- ადგილი-ლევან საგინაძე

II -ადგილი-გოჩა იაკობაძე

პირველ და მეორე ადგილზე გასულ გამარჯვებულებს, ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზურა ბეთხოშვილმა მედლები, ნარდები და თასი გადასცა.

ყველაზე ასაკოვან მონაწილეს, ბონდო ბუიღლიშვილს მერიისაგან სიმბოლური საჩუქარი- ნარდი გადაეცა.

ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდა და  ორგანიზება მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.