მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკა. იწმინდება საავტომობილო გზები, სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელების აღდგენა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში ეცნობიან შექმნილ ვითარებას, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსული ძლიერი ნალექისა და სეტყვის შედეგად, რამდენიმე სოფელში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილის ბაღები, საავტომობილო გზები და ხიდები, ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.