ადიგენში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მესამე დღეა აქტიურად გრძელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები სოფელ ადიგენში, გორგულში, იჯარეთში, იმერთუბანში, ლელოვანში, ამხერში, სამყურში, ღორძესა და კახარეთში ჩატარდა.
შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მოადგილე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი ადიგენი – სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა, წისქვილის რეაბილიტაცია;
სოფელი გორგული – შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;
სოფელი იჯარეთი – შიდა საუბნო გზის მოხრეშვა;
სოფელი იმერთუბანი – საბავშვო ატრაქციონის მოწყობა;
სოფელი ლელოვანი – სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა, გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ამხერი – შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
სოფელი სამყური – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ღორძე – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი კახარეთი – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
საკონსულტაციო შეხვედრები 11 თებერვლიდან დაიწყო და 25 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში ის პროექტები განხორციელდება, რომლებიც მნიშვნელოვანია და ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს.