მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში მკლავჭიდში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი გაიმართა
დაბა ადიგენის სპორტულ დარბაზში, მკლავჭიდში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრში მსურველებმა მონაწილეობა 80 კილოგრამ და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მიიღეს.
შეჯიბრი საინტერესოდ წარიმართა, სადაც 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე შავლეგი გორგოძე, ხოლო მეორე ადგილზე თორნიკე თუმანიშვილი გავიდა. აბსოლუტურ წონით კატეგორიას რაც შეეხება, პირველი ადგილი ლუკა ბოჩიკაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილის მფლობელი ლაშა ბერიშვილი გახდა.
საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები მერიისაგან თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ადიგენში სპორტული ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.