მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში ექვსი სოფლის გზის მოწყობა დასრულდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: წახანი-ქიქინეთი, ფლატე-არზნესა და სამყურე -ღორძეს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.
გარდამავალი პროექტების ფარგლებში, ჯამში, წახანი-ქიქინეთის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-ის, ფლატე-არზნეს 2,954 კმ-ის, ხოლო სამყური-ღორძეს 2,593 კმ-ის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულება ჯამში 4 მლნ ლარამდეა.
დასრულებული პროექტები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
„აღნიშნული პროექტები გარდამავალი იყო, რომლის დასრულების შემდეგაც ჯამში სოფლების დამაკავშირებელი გზის 9 კმ-მდე მონაკვეთებზე, რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო, მიერთებებით, ეზოში შესასვლელებით და სანიაღვრე არხებით. დასრულებული და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ადგილობრივები უკვე სარგებლობენ და გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთებზე მეტად უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდებიან. ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა“-განაცხადა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ.
აღსანიშნავია, ისიც რომ ობიექტებზე ხელმძღვანელი პირები პერიოდულად მონიტორინგის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც დასრულებულ პროექტებს ასევე მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე ეცნობიან.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ნოემბერი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930