დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით ღონისძიებებს, დასუფთავების აქციით შეუერთდა ადიგენის მუნიციპალიტეტი.
დასუფთავების აქციაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი , მერიის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(აიპ)-ების თანამშრომლები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აქციის ფარგლებში, მათ დაბა ადიგენსა და აბასთუმანში, ქუჩები, მდინარის ნაპირები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა და დასუფთავების ღონისძიებები ადიგენის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და პერიოდულად ეწყობა დასუფთავების აქციები.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.