მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში გამწვანების ღონისძიება გაიმართა

ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გამწვანების ღონისძიებები დაიწყო.

ვარდი, ხვიარა და ტუია- ეს ის ხე-მცენარეებია, რომლებიც დაბა ადიგენში სხვადასხვა ლოკაციებს გაალამაზებს.

ნერგების განაშენიანება ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, მოადგილემ სოსო რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, მოადგილეებთან, მერიისა და საკრებულოს, ასევე მერიას დაქვემდებარებული სხვადასხვა ა.(ა).ი.პ-ების  სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დილიდან დაიწყეს.

„ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ადიგენში ინტენსიურად ეწყობა გამწვანების ღონისძიებები. გასულ წელსაც დაბა ადიგენის სკვერი და სხვა ლოკაციები გავამწვანეთ“-აღნიშნა მერმა გოჩა ქიმაძემ.

ახალი ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას ადიგენის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.