მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ადიგენში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა.
დღეს, დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში დილიდან განსაკუთრებული მხიარულება იყო. მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო ატრაქციონები პატარებს უფასოდ ემსახურებოდა. მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები და სახეზე ხატვის კუთხე. პარკში მყოფ პატარებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან საჩუქრად ნაყინები და ტკბილეული გადაეცათ, ხოლო მათ განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
დღესვე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, პარკში მყოფი სტუმრების წინაშე, სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარმოადგინეს.
ღონისძიება ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ლაღ ბავშვობასა და ბედნიერ მომავალს უსურვებს!
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30