დაბა ადიგენის ცენტრალური პარკი დღეს, განსაკუთრებულად მხიარული და ფერადი იყო.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადიგენში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო სახეზე ხატვის კუთხე, ბავშვებს დაურიგდათ ფერადი ბუშტები, ბამბის ნაყინები. მოეწყო უფასო ატრაქციონები, სასიამოვნო განწყობა კი მათ ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს, ასევე მონაწილეებმა სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარმოადგინეს.
კონცერტი ბავშვთა გასართობი სტუდიის მონაწილეობით დასრულდა, რომლებმაც პატარებს განსაკუთრებული წარმოდგენა აჩუქეს.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.