12 აგვისტო, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, დაბა ადიგენში გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიება ჯგუფი „ურსას“ სოლო კონცერტით გაიხსნა. ადგილობრივებისა და ადიგენში მყოფი სტუმრების განწყობის შესაქმნელად „ურსამ“ თავისი რეპერტუარიდან არაერთი ყველასათვის საყვარელი და სასიამოვნო სიმღერა შეასრულა.
ღონისძიება DJ ალექს სამუშიამ გააგრძელა და ახალგაზრდებს საუკეთესო საღამო აჩუქა.
„ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი “ მიძღვნილი ღონისძიება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ზაფხულის სეზონზე, არა ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა და სამომავლოდაც გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას როგორც ადგილობრივი შემსრულებლები, ისე მოწვეული მომღერლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ.