მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენს იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა
ადიგენში სამუშაო ვიზიტით მყოფ ელჩს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
შეხვედრის ფარგლებში ელჩს მიეწოდა ინფორმაცია რეგიონსა და ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის შედეგებზე. მათ შორის, იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივ საგრანტო პროგრამზე“, რომლის ფარგლებშიც მოპოვებული გრანტით ადიგენის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების შემკრები მანქანა შეიძინა.
დღესვე, მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,მადლობა იაპონიის საელჩოს ადიგენის მუნიციპალიტეტის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მოხარულები ვართ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებული გახადა და მოპოვებული გრანტის ფარგლებში ნარჩენების შემკრები მანქანა შევიძინეთ. შეძენილი ტექნიკა მუნიციპალიტეტის 30 სოფლის დაახლოებით 6880 მცხოვრებლისათვის საცხოვრებელ გარემოს გააუმჯობესებს და დაიცავს. სასიხარულო და ამავდროულად საამაყოა, რომ ადიგენის მერიამ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლო დაფინანსების მოპოვება“ – აღნიშნა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ შეხვედრის მიმდინარეობისას.
ინფორმაციისთვის, “ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა” გრასრუტების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.
შეგახსენებთ, რომ 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში 216 პროექტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ივლისი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031