მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

“ადიგენობა 2024” -ის ფარგლებში საპატიო მოქალაქეები დასახელდნენ
“ადიგენობა 2024” -ის ფარგლებში, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტისადმი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ადიგენის საპატიო მოქალაქეებად -ზაური კვატაშიძე, ნანული ჩილაშვილი, გივი ჭიჭინაძე და ნათელა ნარიმანიშვილი დასახელდნენ.
ზაური კვატაშიძე – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელოვნის მკვიდრია. იგი კულტურის სფეროში 45 წელია მოღვაწეობს და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. ამჟამად კულტურის ცენტრის დირექტორია და დღემდე აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას.
ბატონი ზაური თავისი მუნიციპალიტეტის მოსიყვარულე და ქვეყნის პატრიოტია. ვინც ზაურ კვატაშიძეს იცნობს ან რაიმე ირიბი შეხება აქვს მასთან მხოლოდ დადებითი კონტექსტით, დიდი პატივისცემით და სიყვარულით საუბრობენ მასზე.
ნანული ჩილაშვილი- დასუფთავების სამსახურში, მეეზოვის პოზიციაზე უკვე 40 წელია რაც მუშაობს. იგი არის უხუცესი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, თავაზიანობით, კორექტულობითა და კოლეგიალურობით.
იგი კეთილსინდისიერად ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. მუშაობის პერიოდში ქალბატონი ნანული ჩილაშვილს შენიშვნა და საყვედური არ მიუღია. მისი მხრიდან არ ჰქონია ადგილი არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენას. ა(ა)იპ ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ აქვს გამოცხადებული მადლობა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებული სამუშაოსთვის.
გივი ჭიჭინაძე – საქართველოს პარლამენტის წევრია, რომელსაც გააჩნია დამსახურება ქვეყნის წინაშე. მისი სამუშაო გამოცდილება 1977 წლიდან იწყება და მოიცავს, კულტურის, სპორტისა და ეკონომიკის სფეროებს.
ბატონ გივის დამთავრებული აქვს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1988-1992 წლებში ის გახლდათ ანსამბლ „ თბილისის“ სოლისტი, 1992 წლიდან ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი და 2005 წლიდან ანსამბლ „ფესვების“ დირექტორი.
გამოშვებული აქვს 5 მუსიკალური ალბომი “ქართული ხმები“. შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები ფილმებში, საქართველოს თასის სამგზის ჩემპიონი რაგბიში, პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდთან ერთად. ( 1979.1980,1981 წწ). სსრკ ჩემპიონი კლუბ“ შევარდენთან“ ერთად (1981წ), მიღებული აქვს ხელოვნების ქურუმის წოდება 2006 წელს.
ნათელა ნარიმანიშვილი- დაიბადა 1943 წელს. მან გაიარა ა.მ გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის სრული კურსი 1960-1965 წლებში. სკკპ წევრი 1975 წლიდან. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ 1963 წელს ნათელა ნარიმანიშვილს მიენიჭა საშუალო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1972 წლიდან დაინიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხის საშუალო სკოლის დირექტორად და მან სკოლის დირექტორის პოზიციაზე იმუშავა 1993 წლამდე, ხოლო 1993 წელის 20 ოქტომბრიდან იგი დაინიშნა ამავე სკოლის სასწავლო ნაწილად. 1991 წლის 10 აგვისტოდან იგი დაინიშნა ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და მან აღნიშნულ პოზიციაზე იმუშავა 2019 წლის ჩათვლით. თავის პროფესიულ საქმიანობაში მას არაერთი საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი აქვს გავლილი, რაც დასტურდება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატებით.
ნათელა ნარიმანიშვილმა არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა, რომლებიც სკოლის დირექტორებად, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლებად და თანამდებობის პირებად ჩამოყალიბდნენ, ასევე არაერთმა კურსდამთავრებულმა მიაღწია საზღვარგარეთ წარმატებას. დაუღალავი შრომის შედეგად სამშობლოს და მუნიციპალიტეტს არაერთი წარმატებული ახალგაზრდა შესძინა. საკუთარი საქმის სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და განსაკუთრებული მიდგომებით ახალგაზრდების ნდობას და დიდ სიყვარულს იხვეჭდა.
ძლიერი დირექტორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, საქმის პროფესიონალი და პატარა მოსწავლეების დიდი მეგობარი, აგრეთვე საუკეთესო დედა, დიასახლისი და მეუღლე გახლავთ. მას არ ეშლება საზოგადოების არცერთ ასაკობრივ ჯგუფთან მიდგომები და ურთიერთობები, რაც მის ადამიანურ, პიროვნულ თვისებებს ძალზედ ამაღლებს და საინტერესოს ხდის.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031