„ადიგენობა 2024“ -ის აღსანიშნავი ღონისძიება ჯგუფი „ბანისა“ და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაგრძელდა.
ადგილობრივებს სახალხო დღე ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა მიულოცეს.
„ ჩემო ძვირფასო ადიგენელებო, მობრძანებულო სტუმრებო, მინდა ყველას მოგილოცოთ ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი დღე. ამ დღეს განსაკუთრებულად დიდი მღელვარებითა და სამზადისით ვხვდებით და მისი აღნიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმოჩენაა, თავისი მრავალფეროვანი კულტურით, ტრადიციებითა და ღირებულებებით. მნიშვნელოვანი ის ფაქტიც, რომ ეს დღე აერთიანებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, თაობათაშორის ურთიერთობა კი ქვეყნისთვის და ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
მინდა მთელი გულით წინსვლა ვუსურვო ჩვენს პატარა ადიგენს. საერთო მიზნებით და ერთმანეთის გვერდში დგომით კი ეს ნამდვილად შესაძლებელია“- განაცხადა გოჩა ქიმაძემ.