მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2025- 2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა
დღეს, ადიგენში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2025- 2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრის მონაწილეებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მომდევნო წლების პრიორიტეტები და გეგმები პირველ მოადგილესთან, არსენ ბალახაშვილთან ერთად დეტალურად გააცნო, ხოლო ბიუჯეტის პროექტი დამსწრეებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ჩაგუნავამ წარუდგინა.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს, საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
დღესვე, დამსწრეებმა მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღეს, ხოლო თავის მხრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს რეკომენდაციები და იდეები გააცნეს.
ადიგენის ბიუჯეტი, ამ ეტაპზე 17 892 400 ლარით განისაზღვრა, ძირითად პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის განვითარება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა დასახელდა.