მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის სამხატვრო სტუდიაში შემაჯამებელი გაკვეთილი გაიმართა
ადიგენის კულტურის ცენტრთან არსებულ სამხატვრო სტუდიაში შემაჯამებელი გაკვეთილი გაიმართა.
ღია გაკვეთილზე პატარა მხატვრებმა, პედაგოგებთან ერთად მიმდინარე წელი შეაჯამეს და ადგილზე მასტერკლასები მოაწყვეს.
ამის პარალელურად, მოსწავლეებმა ხატვაში, ფერწერაში, ძერწვასა და ხეზე მუშაობისას შესრულებული საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.
შემაჯამებელ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მერის გოჩა ქიმაძის ინიციატივით, წელს პირველად ჩამოყალიბდა და გაიხსნა სამხატვრო სტუდია, სადაც ამ დროის მონაცემებით 140 მოსწავლე სწავლობს. მერის ინიციატივითვე, სამხატვრო წრეზეც, ისევე როგორც სხვა შემოქმედებითი ჯგუფებისთვის, სწავლება სრულიად უფასოა და სწავლის საფასურს მერია 100% აფინანსებს.