ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ სოსო რეხვიაშვილმა მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ. სამუსიკო სკოლის გუნდი – „საქართველოს მომავალი“ მუსიკალურ ფესტივალში „თოვლიანი მთები“ წარმატებული გამოსვლისათვის დააჯილდოვა.
მუსიკალური ფესტივალი, დაბა წაღვერში, მერაბ მეშველიშვილის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში ადიგენის სამუსიკო სკოლის 20 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც მაყურებლის წინაშე წარმატებით წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და დამსწრეებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს. მათ თასი, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი და მოსწავლე-ახალგაზრდების მშობლები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ახალგაზრდა მუსიკოსებს წარმატებულ გამოსვლას და მათ მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.