მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობა წარმატებით დაასრულეს
ადიგენის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სამუსიკო სკოლების XIII რეგიონულ კონკურსსა და ფესტივალში “მზიანი საქართველო“ მონაწილეობა წარმატებით დაასრულეს.
პატარა მუსიკოსებს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და ოქროს ჩანგი გადაეცათ. დიპლომებით დაჯილდოვდნენ ასევე კონკურსში გამარჯვებულთა პედაგოგებიც.
მიღწეული შედეგები მოსწავლეებს ადიგენის მერის მოადგილემ სოსო რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
მსგავსი ღონისძიებების მიზანს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება, ასევე რეგიონებში მუსიკის სწავლების დონის შეფასება წარმოადგენს.