მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, სოფლების: ზემო ენთელისა და ნაქურდევის მოსახლეობასთან, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებმა გამოცდილი სპეციალისტებისაგან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებასთან დაკავშირებით დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მოისმინეს, ასევე განემარტათ როგორ დაიცვან თავი დაავადებისაგან.
აღსანიშნავია, რომ სეზონთან დაკავშირებით მსგავსი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ეტაპობრივად გაიმართება.
ინფორმაციისათვის, ყირიმ-კონგოს (CCHF) ჰემორაგიული ცხელება ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება Hyalomma-ს სახეობის ტკიპების საშუალებით. ტკიპას ბიოლოგიიდან გამომდინარე, ყირიმ-კონგოს შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე და მათ აქტიურობას ხელს უწყობს თბილი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული.
ადამიანი ავადდება დაავადებული ტკიპას კბენის შედეგად, დაინფიცირებული ცხოველის სისხლთან და ქსოვილებთან შეხების და ყირიმ კონგოთი ინფიცირებულ პაციენტებთან ახლო კონტაქტის დროს.