მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
დღეს, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში განსაკუთრებული ჟრიამულება იყო.
აღსაზრდელებმა, პედაგოგებთან ერთად საახალწლო ღონისძიება გამართეს და სხვადასხვა სახალისო ნომერი წარმოადგინეს.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ოსტატურად შესრულებული ნომრებისათვის მადლობა გადაუხადა და ტრადიციულად ადიგენის მერიისაგან საახალწლო საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 11-ვე საბავშვო ბაღის 400-მდე აღსაზრდელს ტრადიციულად მერიისაგან სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.