ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი სამბოში საქართველოს ჩემპიონს, ადიგენელ სპორტსმენს სოფიო გიუნაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდა ჩემპიონის სპორტულ მიღწევებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მას მიღწეული წარმატება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან წამახალისებელი ფულადი ჯილდო, მედალი, სიგელი და თასი გადასცეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.