მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრებს მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ასევე საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრები დღეს, გორგულის, ლელოვანისა და სამყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა, სადაც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები შეარჩია:
სოფელი ადიგენი -შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი გორგული – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი იჯარეთი – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი იმერთუბანი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ლელოვანი – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ამხერი – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი სამყური – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ღორძე – სოფელში მისასვლელი გზის მოწყობა;
სოფელი კახარეთი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ადგილობრივი საჭიროებების და იდეების გამოვლენასა და მათ რეალიზებას ხელს უწყობს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა შეხვედრაზე ხაზს უსვამს მათ მზაობას და დაინტერესებას სოფლის განვითარების პროცესში.
საბოლოოდ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.